ავტორი:

"ვიცოდი, რომ გიყვარდით, მაგრამ ასე თუ გიყვარდით, არ ვიცოდი..." - მერაბ სეფაშვილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ აბასთუმანში ისვენებს

"ვიცოდი, რომ გიყვარდით, მაგრამ ასე თუ გიყვარდით, არ ვიცოდი..." - მერაბ სეფაშვილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ აბასთუმანში ისვენებს

მერაბ სეფაშვილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ პროდიუსერ და მეგობარ გია გოგორიშვილთან ერთად აბასთუმანში ისვენებს. მომღერალი მადლიერია ყველასი, ვინც მისი ცუდად ყოფნის მანძილზე კითხულობდა და ნერვიულობდა...

მერაბ სეფაშვილი:

- მადლობა მინდა გითხრათ იმდენი მოკითხვა იყო, სანერვიულო, სასიყვარულო სიტყვები. კარგად ვარ, გამოვჯანმრთელდი, მოვედი ჯანზე. მადლობას ვეტყვი ლევან რატიანსა და მის გუნდს. ვიცოდი, რომ გიყვარდით, მაგრამ ასე თუ გიყვარდით, არ ვიცოდი...

ორი კვირის წინ მომღერალი ფილტვების ანთების დიაგნოზით "პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. მერაბ სეფაშვილს კოვიდი არ ჰქონია, თუმცა უჩვეულოდ მაღალი სიცხეების გამო, მომღერალს სპეციალური სამკურნალო კურსის გავლამ მოუწია.