ავტორი:

"ჩემმა დამ სამართალდამცავებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბინაში კანალიზაცია და მაცივარი დაზიანებული იყო, რამაც გამოიწვია მძაფრი სუნი" - ექიმ-თერაპევტის ძმა

"ჩემმა დამ სამართალდამცავებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბინაში კანალიზაცია და მაცივარი დაზიანებული იყო, რამაც გამოიწვია მძაფრი სუნი" - ექიმ-თერაპევტის ძმა

ექიმ-თერაპევტის ძმის განცხადებით, მისი და სამართალდამცავებმა ორი დღის წინ გამოჰკითხეს, საგამოძიებო უწყებისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი, ბინაში კანალიზაცია და მაცივარი დაზიანებული იყო, რამაც მძაფრი სუნი გამოიწვია.

ექიმის ძმა, რომელიც პროფესიით იურისტია, დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ კომენტარი მისი დის მხრიდანაც გაკეთდება. მისივე თქმით, ერთ-ერთ ტელევიზიაში გასული სიუჟეტის შემდეგ, მისი და ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

"ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ, სამართალდამცავებმა გარკვეული მოქმედებები ჩაატარეს, მიმდინარეობს გამოძიება. ჩემი და გამოიკითხა, როგორც დაფიქსირდა, დაზიანებული იყო კანალიზაცია ბინაში, გაფუჭებული იყო მაცივარი, რამაც გამოიწვია პროდუქტების დაზიანება. წონადობას ვერ მოგახსენებთ, პოლიციამ დაზიანებული პროდუქტი ექსპერტიზაზე წაიღო, 10 კგ იყო, თუ - 20, ვერ მოგახსენებთ.

ახლა ჩემი და ჩემთან არ იმყოფება, მისი ბინა დალუქულია, ღამის გათევის მიზნით, ალბათ, ჩემთან მოვა. ერთ-ერთ ტელევიზიაში ძალიან მძიმე სიუჟეტი გასულა და ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, სხვა ვერაფერს მოგახსენებთ, გამოძიების შემდეგ სავარაუდოდ, თვითონაც გააკეთებს კომენტარს. სამსახურში გუშინ არ იყო და დღეს მივიდოდა სამსახურში",- აცხადებს მედიკოსის ძმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის საქმეში დანაშაულის ნიშნებს, ასე პასუხობს:

"მე ვერაფერს ვერც ვადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ, ახლა როგორ შემიძლია გითხრათ. მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება იტყვის თავის სიტყვას",- აცხადებს ძმა.

ცნობისთვის, სანზონაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან, რომელიც ექიმ-თერაპევტს ეკუთვნოდა, მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით გაფუჭებული ხორცი ამოიღეს. აღნიშნულს ექსპერტიზა უტარდება.

ბინის მეპატრონე მოქმედი მედიკოსია.