ავტორი:

პაშა ბანკი „სადაგის“ წევრი გახდა

პაშა ბანკი „სადაგის“ წევრი გახდა

პაშა ბანკი საქართველოს დამლაგებელთა გილდიის, „სადაგის“ წევრია.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სადაგი“ მიზნად ისახავს, საქართველოში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ცოდნის გაზიარებას, საზოგადოების ჩართვას საქართველოს ბუნების და ურბანული ტერიტორიების სისუფთავის შენარჩუნებაში და დალაგებაში.

პაშა ბანკი, თავის მხრივ, უკვე მეხუთე წელია პარტნიორების და თანამშრომლების სახელით სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ჩატარებულ ღონისძიებებს შორის იყო რამდენიმე მასშტაბური გუნდური დასუფთავებითი აქციაც. ბანკს მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ათი ათასზე მეტი ხე აქვს დარგული.

პაშა ბანკმა სადაგის მიერ ორგანიზებულ ორ დასუფთავებით აქციაში უკვე მიიღო მონაწიელობა. 26 მარტს, წნორში 100 მეტრიანი სტადიონი დასუფთავდა. ხოლო, 29 აპრილს, ფონიჭალაში, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქართველ, თურქ და აზერბაიჯანელ ბავშვებთან ერთად, ბანკის თანამშრომლებმა ინტერნაციონალური მაარიფის სკოლის უკან დაბინძურებული ტერიტორია დაასუფთავეს.

პაშა ბანკი და სადაგი ერთიანდებიან ერთი მიზნის გარშემო, გააუმჯობესონ გარემო, რომელშიც ყველა ერთად ვცხოვრობთ.

#ნუდაანაგვიანებ #გააძლიერესაქართველო

NS