ავტორი:

"დავიწყოთ მზადება სამი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის - ეს არის სიგნალი, რომლის ექოც უნდა ისმოდეს ჩვენს საზღვრებს მიღმაც" - ჯოზეფ ბორელი

"დავიწყოთ მზადება სამი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის - ეს არის სიგნალი, რომლის ექოც უნდა ისმოდეს ჩვენს საზღვრებს მიღმაც" - ჯოზეფ ბორელი

"როგორც მოგეხსენებათ, ევროპულმა საბჭომ, ამ კვირის ბოლოს, სიგნალი უნდა გააგზავნოს, რომ ჩვენ დავიწყოთ მზადება ამ სამი ქვეყნის [უკრაინა,მოლდოვა, საქართველო] ევროპული ინტეგრაციისთვის", - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, ეს ექო უნდა ისმოდეს ევროკავშირის საზღვრებს მიღმაც.

"ეს არის ძლიერი სიგნალი, რომელიც უნდა გაიგონონ არა მხოლოდ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, არამედ მისი ექო უნდა ისმოდეს ჩვენს საზღვრებს მიღმაც, როგორც ჩვენი სიძლიერისა და ერთობის მანიფესტაცია და მხარი დავუჭიროთ ამ სამ ქვეყანას, განსაკუთრებით მას, ვისზეც ხორციელდება რუსეთის აგრესია“, - აღნიშნა ბორელმა.