ავტორი:

"რუსეთი ვერ გასცემს გარანტიას, რომ დატყვევებულ ყოფილ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენი არ დაემუქრებათ" - პესკოვი

"რუსეთი ვერ გასცემს გარანტიას, რომ დატყვევებულ ყოფილ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენი არ დაემუქრებათ" - პესკოვი

"რუსეთს არ შეუძლია იმის გარანტია გასცეს, რომ უკრაინაში დატყვევებულ ყოფილ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენი არ დაემუქრებათ", - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა NBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მე ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ. ეს დამოკიდებულია გამოძიებაზე“, - აღნიშნა პესკოვმა, როდესაც ჰკითხეს, შეეძლო თუ არა გარანტიის მიცემა, რომ ამერიკელ ტყვეებს იგივე ბედი არ დაემუქრებათ, როგორიც ორ ბრიტანელსა და ერთ მაროკოელს, რომლებსაც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკოვის მახლობლად ორი ყოფილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაატყვევეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 16 ივნისს განაცხადა, რომ მზადაა საკუთარ მოქალაქეებთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს.