ავტორი:

ბორის ჯონსონს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა - ჯანმრთელობის რა პრობლემა შეექმნა ბრიტანეთის პრემიერს და როგორ გრძნობს თავს ახლა

ბორის ჯონსონს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა - ჯანმრთელობის რა პრობლემა შეექმნა ბრიტანეთის პრემიერს და როგორ გრძნობს თავს ახლა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, სინუსიტის სამკურნალოდ, ოპერაცია ჩაუტარდა.

ის უკვე სახლშია, ისვენებს და რეაბილიტაციის კურსს გადის. სრულად გამოჯანმრთელებამდე, პრემიერის მოვალეობას დომინიკ რააბი შეასრულებს. ჯონსონის სპიკერის თქმით, სამუშაოს კვირის ბოლომდე დაუბრუნდება.

წყაროს თქმით, ჯონსონს, ქრონიკული სინუსიტის სამკურნალოდ, ფუნქციური ენდოსკოპიური სინუსის ოპერაცია (FESS) ჩაუტარდა. ოპერაცია ცხვირის ნესტოებიდან ტარდება, სახეზე ჭრილობის, ან ნაკერების საჭიროების გარეშე და გართულებები ძალიან იშვიათია.

კითხვაზე, თუ რამდენი ხანია, რაც პრემიერს სინუსიტი აწუხებს, მისი სპიკერი პასუხს არ იძლევა და ამბობს, რომ ჯონსონის სამედიცინო ისტორიაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.

რა არის სინუსიტი?

სინუსიტი გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც სასუნთქი გზების მუშაობის დისფუნქცია ხდება. როგორ წესი, ინფექციითაა გამოწვეული. სინუსიტის სიმპტომები მოიცავს ტკივილს, შეშუპებას, მგრძნობელობას ლოყების, თვალების ან შუბლის ირგვლივ, თავის ტკივილს, დახშულია ცხვირის ნესტოები და გართულებულია სუნთქვა. როგორც წესი, სიმპტომები თავისით ქრება 2-3 კვირაში, მაგრამ თუ გამოჯანმრთელებას მეტი დრო დასჭირდა, მედიკამენტოზური მკურნალობა, ან ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა