ავტორი:

"დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი რომ მოქმედებდეს, ოლიგარქებად აღიარებული იქნებოდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძე და სააკაშვილ-კეზერაშვილი" - კობახიძე

"დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი რომ მოქმედებდეს, ოლიგარქებად აღიარებული იქნებოდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძე და სააკაშვილ-კეზერაშვილი" - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში რომ მოქმედებდეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, პირველ რიგში ოლიგარქებად აღიარებულები იქნებოდნენ „ლელოს“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ასევე, "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი, - ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძემ ოპოზიციას მიმართა ოლიგარქები თავისთან მოიკითხონ და დეოლიგარქიზაციისთვის მოემზადონ.

"დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ "ნაციონალურ მოძრაობა" და "ლელო" - ორი მთავარი, რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონია მიღებული და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ საქართველოში იყოს მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად.

ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე - ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობაში“ - სააკაშვილი - კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის, ჩემო მეგობრებო“, - განაცხადა კობახიძემ.