ავტორი:

"ქართული ოცნების" ადგილას ძალიან შეშინებული ვიქნებოდი - ასი ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში" - სალომე სამადაშვილი

"ქართული ოცნების" ადგილას ძალიან შეშინებული ვიქნებოდი - ასი ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში" - სალომე სამადაშვილი

"ქართული ოცნების" ადგილას ძალიან შეშინებული ვიქნებოდი - ასი ათასზე მეტი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, რადგან მობეზრდა "ქართული ოცნების" ტყუილების სამყაროში ცხოვრება, ამ ხალხმა იცის წერა- კითხვა, მათ შორის უცხო ენებზე და წაიკითხა, რა თქვა ევროკავშირმა, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა გუშინ დაამტკიცეს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, მისი კუთვნილი ადგილი არის სწორედ ევროპაში, მეორე მხრივ კი ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ არ დაუშვებენ, რომ "ევროპული მომავალი მიითვისოს და სანაგვეზე გადააგდოს რუსმა ოლიგარქმა".

"მათ ადგილზე ძალიან შეშინებული ვიქნებოდი რადგან ქართველმა ხალხმა თავის სათქმელი სამთავრობო არხების პროპაგანდისტული დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად, მაინც თქვა. 100 000-ზე მეტი ადამიანი ქუჩებში გამოვიდა, რადგან მათ მობეზრდათ "ქართული ოცნების" ტყუილების სამყაროში ცხოვრება, მობეზრდათ იმის მოსმენა, რომ თურმე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის წინაღობა არის გეოგრაფია, ამ ხალხმა იცის წერა-კითხვა, მათ შორის უცხო ენებზე წერა-კითხვა და წაიკითხა რა თქვა ევროკავშირმა, რომელმაც ნათლად დაასახელა, რა არის წინაღობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ეს არის რუსული ოლიგარქიული რეჟიმი და ის, რომ ამ რეჟიმმა გადახია მაგალითად, მიშელის შეთანხმება, დგას მართულ სასამართლოზე და გასაგებად გვითხრეს, რომ ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟია საჭირო, თუ გვსურს, რომ ჩვენი ადგილი მოიპოვოთ ევროკავშირში, რადგან დეოლიგარქიზაცია მოახერხა უკრაინამ, მოლდოვამ და გვითხრეს, რომ თქვენ ჯერ ვერ მოახერხეთ, ამიტომ ქუჩაში ხალხი გამოვიდა ორი მოთხოვნით, რომ ეს ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და მეორე - ჩამოშორდეს ყველა წინაღობა გზიდან ამ ამოცანის განხორციელებას, მოვისმინეთ ნათელი განაცხადი, რომ კმარა სიცრუის ტირაჟირება!"- განაცხადა სამადაშვილმა.