ავტორი:

"მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომი იქნება" - ილონ მასკის კომპანია საქართველოში Starlink-ის სისტემის გაშვებისთვის ემზადება

"მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომი იქნება" - ილონ მასკის კომპანია საქართველოში Starlink-ის სისტემის გაშვებისთვის ემზადება

ილონ მასკის კომპანია SpaceX საქართველოში Starlink ის სისტემის გაშვებისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

"SpaceX ამ ეტაპზე მუშაობს საქართველოს ბაზარზე მისთვის საინტერესო ნიშების შესწავლაზე და ემზადება საქართველოში Starlink ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის." - ამბობს კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე.

"საქართველოს კონტექსტში Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია.

Starlink-ის დანერგვის შემდეგ, ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება", - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.