ავტორი:

"მსგავსი რამ არასოდეს გვინახავს" - სტიქია რაჭაში: ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლებს სახურავები გადახადა

"მსგავსი რამ არასოდეს გვინახავს" - სტიქია რაჭაში: ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლებს სახურავები გადახადა

ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ პრობლემები შექმნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, ასევე მოგლეჯილია ხეები, განადგურებულია მცენარეები.

ადგილობრივების თქმით, ქარიშხალი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. სოფელ ზნაკვაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი რამ მათ მუნიციპალიტეტებში არასოდეს უნახავთ.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა და ზუსტი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დილით ექნებათ.