ავტორი:

"ამ ოჯახს განსაკუთრებული წევრი გამოაკლდა... წარმოუდგენელია ლევანის არყოფნა ამ ქვეყანაზე!" - მამუკა მდინარაძე კბილაშვილის გარდაცვალებაზე წერს: რა ვიდეოს აქვეყნებს დეპუტატი?

"ამ ოჯახს განსაკუთრებული წევრი გამოაკლდა... წარმოუდგენელია ლევანის არყოფნა ამ ქვეყანაზე!" - მამუკა მდინარაძე კბილაშვილის გარდაცვალებაზე წერს: რა ვიდეოს აქვეყნებს დეპუტატი?

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე 31 წლის მომღერლის, ლევან კბილაშვილის გარდაცვალებს ეხმაურება და მასთან ერტად გადაღებულ საარქივო ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, ვიდეო, სადაც მდინარაძე და კბილაშვილი მღერიან წლების წინ "პეკინის ოფისისი სამზარეულოშია გადაღებული".

"ზუსტად რამდენიმე დღის წინ ამომიგდო "მემორიმ" პეკინის ოფისის სამზარეულოში გადაღებული ძალიან ძველი ვიდეო. სამსახურს არავინ ეძახდა, ოჯახი იყო ჩვეულებრივი და ამ ოჯახს განსაკუთრებული წევრი გამოაკლდა...

ლევანი ენერგია, სიცოცხლის ხალისი და სტიმული იყო, წარმოუდგენელია მისი არყოფნა ამ ქვეყანაზე!" - წერს მდინარაძე.

ნახეთ ვიდეო:

გუშინ, სრულიად საქართველო შეძრა ახალგაზრდა მომღერლის, ლევან კბილაშვილის გარდაცვალებამ. ლევანი ფართო საზოგადოებამ წლების წინ, 2011 წელს სატელევიზიო მუსიკალური კონკურსიდან, "ჯეოსტარი" გაიცნო.

მაშინ ლევანი მარიტა როხვაძესთან ერთად ფინალშიც გავიდა, თუმცა გამარჯვება მარიტას ხვდა წილად. ლევანი აქტიურად მონაწილეობდა როგორც ქართულ ასევე უცხოურ პროექტებში.

ასევე ნახეთ: