ავტორი:

"რუსები ლისიჩანსკს უახლოვდებიან, ქალაქი იბომბება" - რა ინფორმაციას ავრცელებს გუბერნატორი?

"რუსები ლისიჩანსკს უახლოვდებიან, ქალაქი იბომბება" - რა ინფორმაციას ავრცელებს გუბერნატორი?

რუსი სამხედროები ლისიჩანსკს უახლოვდებიან, ქალაქი არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით იბომბება, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულია სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენიმე სამართალდამცავი.

„რუსები უახლოვდებიან ლისიჩანსკს, იკიდებენ ფეხს მიმდებარე დასახლებებში. ქალაქს არტილერიიდან, ტანკებიდან და ავიაციიდან ბომბავენ. სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე გვყავს დაშავებული, დაშავდა რამდენიმე პოლიციელი“, - წერს გაიდაი.