ავტორი:

"ღარიბაშვილს თუ უსმენთ... ს*რზე ჰკიდიათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ბიძინას კარგად ჰყოფნა არის, იყო და იქნება მათი ერთადერთი საზრუნავი" - ზურა ჯაფარიძე

"ღარიბაშვილს თუ უსმენთ... ს*რზე ჰკიდიათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ბიძინას კარგად ჰყოფნა არის, იყო და იქნება მათი ერთადერთი საზრუნავი" - ზურა ჯაფარიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურით მიმდინარეობს. პრემიერის გამოსვლას სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ზურა ჯაფარიძე ეხმიანება.

ჯაფარიძე თვლის, რომ ხელისფლება არც ერთი ევროკომისიის არც ერთი რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს:

"ღარიბაშვილს თუ უსმენთ:- არცერთი მოთხოვნის შესრულებას ესენი არ აპირებენ. არ იქნება კანდიდატის სტატუსი არც ახლა, არც 6 თვეში. ასე, ევროპის (და უკვე ნატოსიც) გინებაში გაატარებენ ამ პერიოდსა.

სირზე ჰკიდიათ ამათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ბიძინას კარგად ჰყოფნა არის, იყო და იქნება მათი ერთადერთი საზრუნავი.

არაფერი ამ პარლამენტიდან არ გამოვა. ეს მასკარადი არის მაქსიმუმი რაც შეიძლება ნახოს პოლიტიკით დაინტერესებულმა ადამიანმა- ყველამ, ვისაც მართლა გვინდა ჩვენმა შვილებმა აქ გააგრძელონ ცხოვრება როგორც თავისუფალმა ადამიანებმა, უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა რომ გვერდით გადავდოთ ყველაფერი რაც გვყოფს, ერთად დავდგეთ როგორც 20-ში, და ამათ წავართვათ ძალაუფლება", - წერს ჯაფარიძე.