ავტორი:

"მოდი და გამოექანეო... რას გულისხმობდა პრემიერი, როდესაც მის კოლეგას ასე მიმართა" - თამარ კორძაიას შეკითხვა შალვა პაპუაშვილს

"მოდი და გამოექანეო... რას გულისხმობდა პრემიერი, როდესაც მის კოლეგას ასე მიმართა" - თამარ კორძაიას შეკითხვა შალვა პაპუაშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ის არის წარუმატებელი პრემიერი, იმიტომ, რომ მის მიერ არარაობად წოდებულმა ოპოზიციამ აჯობა, მან ვერ დაარწმუნა ევროპელი პარტნიორები იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნოდა, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს.

დეპუტატის განცხადებით, საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე პრემიერ-მინისტრისგან დღეს ელოდებოდა პასუხს, თუ რას გააკეთებს 6 თვის განმავლობაში. მისი თქმით, საზოგადოებამ პასუხი ვერ მიიღო.

"ვციტირებ: ნუ ყვირით, წყნარად იყავი მანდ! არაფრის მაქნისი ხარ! საცოდავი ადამიანი ხარ! მანიაკების მხარდამჭერი! არარაობა ხარ! დაწყნარდი, წამალი დალიეთ! მოდი და გამოექანე! მივმართავ შალვა პაპუაშვილს, რომელიც აქ წესრიგს იცავდა მის წინ, ტრიბუნიდან ამ სიტყვებს იყენებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ალბათ, ვერ გაიგო ბატონმა შალვამ და ამიტომ მინდა ვკითხო - ხომ არ გულისხმობდა მის კოლეგას, როდესაც ამბობდა „მოდი და გამოექანე“? ეს არის თუ არა დეპოლარიზაციის შემცირების მცდელობა?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ის არის წარუმატებელი პრემიერი, იმიტომ, რომ მის მიერ არარაობად წოდებულმა ოპოზიციამ აჯობა, თურმე ამიტომ ვერ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს და მან ვერ დაარწმუნა ევროპელი პარტნიორები იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნოდა. ძალიან ვრცელი ტექსტი ჰქონდა, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაერწმუნებინა, რომ მაგარია და კარგად ასრულებს მის დავალებებს. მან ეს ვერ შეასრულა, მან ვერ დაიცვა ბიძინა ივანიშვილი - ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი საყვედურია თქვენთან მიმართებაში“, - განაცხადა კორძაიამ.