ავტორი:

"ნიკოლოზ სააკაშვილი შეძლებს მსჯავრდებულ სააკაშვილის მონახულებას" - პეინტენციური სამსახური განმარტავს, რატომ ვერ ახერხებდა ექსპრეზიდენტის მამა შვილის "ვივამედში" მონახულებას

"ნიკოლოზ სააკაშვილი შეძლებს მსჯავრდებულ სააკაშვილის მონახულებას" - პეინტენციური სამსახური განმარტავს, რატომ ვერ ახერხებდა ექსპრეზიდენტის მამა შვილის "ვივამედში" მონახულებას

პეინტენციური სამსახური განმარტავს, თუ რატომ ვერ ახერხებდა ექსპრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი "ვივამედში" შვილის მონახულებას.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "მსჯავრდებულის მოსანახულებლად აუცილებელია წერილობით მიმართვა".

"სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ სააკაშვილს შეეზღუდა შეხვედრის უფლება.

მიმდინარე წლის 22 ივნისს კლინიკა ვივა-მედში მივიდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი და მოითხოვა მსჯავრდებულთან შესვლა. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მას განუმარტეს, რომ მსჯავრდებულის მოსანახულებლად აუცილებელია წერილობით მიმართვა.

კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიმართვის შემდეგ, ნიკოლოზ სააკაშვილი შეძლებს მსჯავრდებულ სააკაშვილის მონახულებას.

საზოგადოების სათანადო ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ, რომ მსჯავრდებული შეუზღუდავად სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით, რისი ნათელი მაგალითია ისიც, რომ დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულ სააკაშვილთან იმყოფებოდა 935 ვიზიტორი.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან" - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მამა და ძმა დავით სააკაშვილი დღეს სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ "ვივამედში" მისული ნიკოლოზ სააკაშვილი შვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.