ავტორი:

დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე რვა ექიმს გაასამართლებენ - "მას არასრულფასოვნად და დარღვევებით მკურნალობდნენ"

დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე რვა ექიმს გაასამართლებენ - "მას არასრულფასოვნად და დარღვევებით მკურნალობდნენ"

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეში, დაუდევრობის ბრალდებით, რვა სამედიცინო პერსონალი სასამართლოს წინაშე წარსდგება.

მოსამართლემ საქმეზე სასამართლო პროცესი მას შემდეგ დანიშნა, რაც სამედიცინო კოლეგიამ დაადგინა, რომ მარადონას მკურნალობა "არასრულფასოვანი იყო და დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა."

მარადონა 2020 წლის ნოემბერში გულის შეტევით გარდაიცვალა. ის 60 წლის იყო. მარადონა ჯერ ტვინში სისხლის შედედების გამო კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი ოპერაცია ჩაუტარდა, ოპერაციის შემდეგ სახლში მკურნალობდა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესის დაწყებიდან მალევე გარდაიცვალა.

გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, არგენტინელმა პროკურორებმა გამოძიება დაიწყეს. გასულ წელს კი ექსპერტების ჯგუფმა დაადგინა, რომ სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მარადონას მკურნალობდა, "არასათანადოდ, უყურადღებოდ და დაუფიქრებლად" მოქმედებდა. მათ ასევე დაასკვნეს, რომ ფეხბურთელს გადარჩენის მეტი შანსი ექნებოდა სათანადო სამედიცინო დაწესებულებაში ადეკვატური მკურნალობა რომ ჩატარებოდა.

ბრალდებული ექთნები და ექიმები ამბობენ, რომ მარადონას გარდაცვალება მათი პასუხისმგებლობა არაა.

ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესის თარიღი ჯერ არაა დადგენილი.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა