ავტორი:

"თუ მარცვლეულის კრიზისი არ მოგვარდება, შესაძლოა, გამანადგურებელი შედეგები ვიხილოთ" - ლიზ ტრასი

"თუ მარცვლეულის კრიზისი არ მოგვარდება, შესაძლოა, გამანადგურებელი შედეგები ვიხილოთ" - ლიზ ტრასი

"მარცვლეულის კრიზისი გადაუდებელია და მომდევნო თვის განმავლობაში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გამანადგურებელი შედეგები ვიხილოთ", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

მისი თქმით, ანკარაში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა და მარცვლეულის უკრაინიდან გატანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა.

ტრასმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შიმშილის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.

"პუტინი შიმშილს იარაღად აყენებს. ის იყენებს სასურსათო უსაფრთხოებას, როგორც ომის იარაღს. მან დაბლოკა უკრაინის პორტები და აფერხებს 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს მთელს მსოფლიოში და აიძულებს მსოფლიოს გამოსასყიდი გადაიხადოს. კომერციულ გემებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო გასასვლელი, რათა შეძლონ უკრაინის პორტების დატოვება და უკრაინის პორტები დაცული უნდა იყოს რუსეთის თავდასხმებისგან,“- განაცხადა ლიზ ტრასმა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს გაერო-ს მოლაპარაკებებს, მაგრამ რუსეთს არ უნდა მიეცეს მისი გაჭიანურების საშუალება.

„ზომების მიღება უნდა მოხდეს სასწრაფოდ, ახალი მოსავლის აღებამდე მომდევნო, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რათა მივაღწიოთ ამას,“- აღნიშნა ლიზ ტრასმა.