ავტორი:

"ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან დედი... მთელი მოსკოვი იქ იყოვო" - ლევან კბილაშვილის დედის პოსტი და ემოციური კადრები (ვიდეო)

"ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან დედი... მთელი მოსკოვი იქ იყოვო" - ლევან კბილაშვილის დედის პოსტი და ემოციური კადრები (ვიდეო)

ლევან კბილაშვილს რუსეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. მომღერლის დედა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ გამოაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან გარდაცვლილი მომღერალი.

"აი, ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან საქართველოს დროშით დედი. მთელი მოსკოვი იქ იყოვო... დედი, ახლოს არ უშვებდნენ არავის ზღვა ხალხი იყოვო. დედი, ყველას უნდოდა ახლოდან დამშვიდობებაო. დედი, განსაკუთრებული პატივი მიგაგეს შვილო, მგონი იქაურებსაც არ ღირსებიათ ასეთი პატივი.

ეს ვინ ყოფილხარ შვილო, ახლა ჩვენ გელოდებით აქ ქართულ მიწაზე ქართული დროშით, შენ შენი გასაკეთებელი ქათული საქმე იქ უკვე გააკეთე, გენაცვალოს დედა შენ შვილო..." - წერს მელიტა ფურცელაძე.

მომღერალი ორი დღის წინ მოსკოვში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მიზეზი ამ დრომდე უცნობია. რუსულ მედიასთან ლევანის ასისტენტმა განაცხადა, რომ "კრიმინალური არაფერი მომხდარა, მას მოსკოვში სახლში ეძინა. დიახ, ყველაფერი სიზმარში მოხდა. მან უბრალოდ აღარ გაიღვიძა და ისე იწვა, თითქოს ახლახან ჩაეძინა...“

ჟურნალისტის კითხვაზე ჩაუტარდებოდა თუ არა გარდაცვლილს ექსპერტიზა, განაცხადა, „კრიმინალური კომპონენტის არსებობის შემთხვევაში სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა ადგენს. ამ შემთხვევაში ჩვენ მას სამშობლოში, საქართველოში გავგზავნით, სადაც მშობლები გადაწყვეტენ.

ნახეთ ვიდეო: