ავტორი:

"საქართველო, ერთ ნაბიჯით უკანაა, ცოტა მეტია გასაკეთებელი... თუმცა ვიტყოდი, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი" - მარკ რუტე

"საქართველო, ერთ ნაბიჯით უკანაა, ცოტა მეტია გასაკეთებელი... თუმცა ვიტყოდი, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი" - მარკ რუტე

ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს , - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მედიას განუცხადა.

“ვფიქრობ, ჩვენ დავეთანხმებით ევროკომისიას. არსებობს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მოლდოვისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვი, რომ ამ სამივე ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ, განსაკუთრებით საქარველოს, რათა მივიდეს კანდიდატის სტატუსამდე.

მოლდოვისა და უკრაინის მხრივ საკმარისი გაკეთდა, რათა კანდიდატის სტატუსი ახლა მიენიჭოთ. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში მეტია გასაკეთებელი. თუმცა ევროპული პერსპექტივა და ამბიციები მკაფიოდაა აღნიშნული. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან ერთად, ასევე ორმხივადაც, ნიდერლანდები საქართველოსთან სხვადასხვა პროგრამებზე მუშაობს, რათა დავეხმაროთ მათ მივიდნენ იმ დონემდე, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება შევძლოთ“ , - აღნიშნა რუტემ.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ ენიჭება კანდიდატის სტატუსი საქართველოს დღეს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

"იმიტომ, რომ ევროკომისიამ ამაზე ძალიან მკაფიოდ ისაუბრა და ვფიქრობ, მივყვებით კომისიის რეკომენდაციას, რომელიც ერთ მხრივ, მოლდოვაზე და უკრაინაზე აცხადებს, რომ მათ უფრო მეტი პროგრესი განიცადეს, რაც საკმარისია, რომ კანდიდატობა მიენიჭოთ. მაგრამ მოლაპრაკებები, რომ დაიწყოს კიდევ ბევრი უნდა მოხდეს და საქართველო, შეიძლება ითქვას, ერთ ნაბიჯით უკანაა იმ გაგებით, რომ საუბარია პოტენციურ კანდიდატობაზე. თუმცა, ვიტყოდი, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი. მე რომ ქართველი ვიყო დღეს, ვიმედოვნებ, ხალხი დაინახავს, რომ ევროპის მხრიდან მკაფიო ერთგულებაა, რომ ვაღიაროთ ევროპული ამბიცია. მაგრამ, აგრეთვე, ვუთხრათ საქართველოს: ცოტა მეტია გასაკეთებელი“, - დასძინა რუტემ.