ავტორი:

"მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი" - პრემიერი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე

"მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი" - პრემიერი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე

ეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ ევროპული პერსპექტივა მიანიჭა საქართველოს, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

“ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ უკრაიანსა და მოლდოვას. მადლობა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს“ , - დაწერა ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი "დასახული პრიორიტეტები შესრულდება".