ავტორი:

დღის ფოტო: "ეს ისეთი მაგარია, ვერაფერს დავამატებ" - უკრაინის ვიცე-პრემიერის ემოციები, როცა გაიგო, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია

დღის ფოტო: "ეს ისეთი მაგარია, ვერაფერს დავამატებ" - უკრაინის ვიცე-პრემიერის ემოციები, როცა გაიგო, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია

უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ქვეყნის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც მისი პირველი ემოციებია აღბეჭდილი, როდესაც გაიგო, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

"დღეს უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა. ეს ისეთი მაგარია, რომ ვერაფერს დავამატებ.

უბრალოდ ამ ფოტოს დავტოვებ“, - წერს ოლგა სტეფანიშინა.

ცნობისთვის, ევროსაბჭომ უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება."