ავტორი:

უსწრებს თუ არა საქართველო მოლდოვას და უკრაინას ეკონომიკური მაჩვენებლებით - სამი ქვეყნის მშპ-ს, უმუშევრობის, ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის დონე

უსწრებს თუ არა საქართველო მოლდოვას და უკრაინას ეკონომიკური მაჩვენებლებით - სამი ქვეყნის მშპ-ს, უმუშევრობის, ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის დონე

ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი უკვე დაუჭირა, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის რეფორმების გატარება მოუწევს.

საქართველოს მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველო მრავალი ეგზოტიკური ინდიკატორით უსწრებს დანარჩენ ორ ქვეყანას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები უსამართლოა და რომ არა ომი, კანდიდატის სტატუსს ჩვენ უფრო ვიმსახურებთ.

უკრაინა და მოლდოვა კონტინენტის ორი ღარიბი ქვეყანაა. ევროპის მასშტაბით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რომელიც შესაძლოა, არა სრულყოფილი, მაგრამ ცხოვრების სტანდარტის მაინც მნიშვნელოვანი საზომია, ეს ქვეყნები რეიტინგის ბოლოში არიან და სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.

არც საქართველოა რეიტინგში ამ ორ ქვეყანაზე დიდად წინ, სხვა რამდენიმე მაჩვენებლით კი საერთოდაც ჩამორჩება მათ.

  • უსწრებს თუ არა საქართველო მოლდოვას და უკრაინას? ამ კითხვაზე ნაწილობრივ საპასუხოდ, საინტერესო იქნება, გადავხედოთ სამი ქვეყნის იმგვარ ძირითად ეკონომიკურ ინდიკატორებს, როგორებიცაა მშპ, უმუშევრობა, ინფლაცია და სხვა.

მთლიანი შიდა პროდუქტი

წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების მიხედვით, უკრაინა 3 ქვეყანას შორის უპირობო ლიდერია. უკრაინის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში 5, 459.6 ტრილიონი გრივნას ოდენობის პროდუქცია იწარმოა, რაც, დოლარის ამჟამინდელი კურსით, 185 მილიარდ დოლარზე მეტია. განაგრძეთ კითხვა