ავტორი:

"ჩვენს ბიჭებს არავინ მიატოვებს... არავინ დაუშვებს მათ ალყაში მოქცევას" - გუბერნატორის ინფორმაციით,  უკრაინელ სამხედროებს სევეროდონეცკის დატოვება მოუწევთ

"ჩვენს ბიჭებს არავინ მიატოვებს... არავინ დაუშვებს მათ ალყაში მოქცევას" - გუბერნატორის ინფორმაციით,  უკრაინელ სამხედროებს სევეროდონეცკის დატოვება მოუწევთ

უკრაინელ სამხედროებს სევეროდონეცკის დატოვება მოუწევთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია ДОМ-ის ეთერში ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

"უნდა გამოვიყვანოთ ბიჭები. ჩვენს ბიჭებს არავინ მიატოვებს. არავინ დაუშვებს მათ ალყაში მოქცევას“, - აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

"მათ უკვე მიიღეს ბრძანება ახალ პოზიციებზე, ახალ გამაგრებულ ტერიტორიებზე უკან დახევის შესახებ. იქიდან უკვე ნორმალური და სრულფასოვანია სამხედრო ოპერაციების ჩატარება და შესაბამისად, მტრისთვის ზიანის მიყენება", - განაცხადა გაიდაიმ.

გუბერნატორის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად დანგრეულია, სახლების 90% დაზიანებულია ან დანგრეულია.