ავტორი:

"შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის სურვილს" - ამერიკის ელჩის მიმართვა ქართველებს: რას წერს დეგნანი ვაშინგტონიდან?

"შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის სურვილს" - ამერიკის ელჩის მიმართვა ქართველებს: რას წერს დეგნანი ვაშინგტონიდან?

"შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს" - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი წერს, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება.

მისი თქმით, ამერიკა მზადაა, ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

"მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ-ის ელჩებს (მათ შორის ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით).

ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე" - ნათქვამია დეგნანის მიმართვაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.

ცნობისთვის, ევროსაბჭომ უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება."