ავტორი:

30 ივნისს თანამედროვე ქართველი ავტორის ნინო სურამელაშვილის ახალი რომანის პრეზენტაცია გაიმართება

30 ივნისს თანამედროვე ქართველი ავტორის ნინო სურამელაშვილის ახალი რომანის პრეზენტაცია გაიმართება

30 ივნისს თანამედროვე ქართველი ავტორის ნინო სურამელაშვილის რომანის პრეზენტაცია გაიმართება. ავტორს მკითხველი რატი რატიანის ფსევდონიმით იცნობს. ავტორმა უკვე გამოსცა მოთხრობების ორი კრებული, ამჯერად კი მკითხველს თავის პირველ რომანს - „რომეო იცინოდა“ - წარუდგენს და აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხებს. შეხვედრა გაიმართება დისკუსიის რეჟიმში.

როგორც ნინო სურამელაშვილის განმარტავს, რომანის წერისას შთაგონება თანამედროვე რეალობისგან, ჩვენი ყოველდღიურობისგან მიიღო. მისივე თქმით, წიგნში მოთხრობილი ისტორიები, პერსონაჟთა ცხოვრება და განცდები ყველა ადამიანისთვის ნაცნობი იქნება, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში საკუთარ თავზე გამოსცადა ამ პერიოდში განვლილი სირთულეები, მათ შორის სოციალური პრობლემები.

„იდეები ყოველთვის რეალური ცხოვრებიდან მოდის. რასაც ვხედავ, იმაზე ვწერ, ეს არის სამყაროს ჩემეული აღქმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ არის დოკუმენტური პროზა. მწერალი ამას ამატებს სხვადასხვა ამბის კომბინაციას. ერთი პერსონაჟი არის რამდენიმე პროტოტიპის ერთიანობა, რაც მას უფრო საინტერესოს ხდის,“ - აღნიშნავს ნინო სურამელაშვილი.

„რომეო იცინოდა“ რიგით მეორე წიგნია, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა. მანამდე გამოვიდა მისი მოთხრობების კრებული „მკვლელობა სადგურის უბანში“. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს „რომეო იცონოდა“ „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ კონკურსის გამარჯვებული სტიპენდიატი გახდა.

ავტორთან შეხვედრა გაიმართება ვაკის პარკთან მდებარე „მულტის“ კაფე „პიატოში“ 30 ივნისს 19:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

R