ავტორი:

"დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უკრაინიდან რომ დავაკოპიროთ, ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ" - ირაკლი კობახიძე

"დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უკრაინიდან რომ დავაკოპიროთ, ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ" - ირაკლი კობახიძე

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უკრაინიდან რომ დავაკოპიროთ, ამ შემთხვევაში, ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, თუმცა, "ქართული ოცნების“ მხარეს არავინ მოხვდება, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ გუნდზე არ არის დამოკიდებული და მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ფართო დისკუსია გაიმართოს.

"ერთი ვარიანტია, რომ შეიძლება რაღაც ქართული კანონი დაიწეროს, ან პირდაპირ უკრაინული კანონი დავაკოპიროთ, ან არც მივიღოთ არანაირი კანონი, თუ ამის საჭიროება არ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე დისკუსია არ არის დაწყებული. კანონი რომ დავაკოპიროთ უკრაინიდან, ამ შემთხვევაში, ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, თუმცა, "ქართული ოცნების“ მხარეს არავინ მოხვდება, მათ შორის არ მოხვდება ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ეს არის რეალობა. თეორიულად შეიძლება ვიმსჯელოთ სამ ვერსიაზე, თუმცა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, უნდა იყოს უფრო ფართო დისკუსია ამ თემაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.