ავტორი:

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე "შინ ევროპისკენ“ შეკრებილებს ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართავს - "სირცხვილია"

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე "შინ ევროპისკენ“ შეკრებილებს ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართავს - "სირცხვილია"

რუსთაველის გამზირზე "სირცხვილიას“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, აქცია "შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

"სირცხვიალიას" ცნობით, აქციაზე შეკრებილებს ჩაერთვება და სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

"სირცხვილიას“ წევრების ინფორმაციით, დღეს საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ. აქციაზე რიგით მოქალაქეებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

შეკრებილებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს. გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

ფოტო: "მთავარი არხი".