ავტორი:

"მძღოლთან ერთად ავტომანქანით მიდიოდა შინ, როცა ცეცხლი გაუხსნეს" - წყნეთის გზაზე, სადაც ლევან კაჭარავა მოკლეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"მძღოლთან ერთად ავტომანქანით მიდიოდა შინ, როცა ცეცხლი გაუხსნეს" - წყნეთის გზაზე, სადაც ლევან კაჭარავა მოკლეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბაგებში, წყნეთის გზაზე, სადაც დღეს ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.

ბიზნესმენის მანქანას რამდენიმე საათის წინ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს.

არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, მოკლული 53 წლის ბიზნესმენი იყო Silk Road Group- ის ერთ-ერთი დამფუძვნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. გარდა ამისა, კაჭარავას სახელი უკავშირდება ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია "მულტიპლექსს", რომელიც თავის მხრივ არაერთ ბიზნეს ფლობს.

საჯარო რეესტრის მიხედვით, კაჭარავა წილებს ფლობდა 20-მდე კომპანიაში.

ასევე იხილეთ:

ნახეთ ვიდეო: