ავტორი:

კახეთში ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა - 12 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 უცხოელი ტურისტია

კახეთში ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა - 12 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 უცხოელი ტურისტია

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 12 ადამანი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე სააათის წინ ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა, შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 უცხოელი ტურისტია. ისინი მიკროავტობუსით კახეთს სტუმრობდნენ. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვნა.

ექიმის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაყოფილებელია, თუმცა შედარებით მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული.