მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც მოიყოლა - შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცის "მთავარი არხი" ავრცელებს.
მძიმედ არის დაშავებული ორსული ქალი. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.