ავტორი:

დღეიდან "კვირის პალიტრასთან" ერთად ახალი სერია „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“

დღეიდან "კვირის პალიტრასთან" ერთად ახალი სერია „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“

წიგნების სერია - „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“, ლოგიკური გაგრძელებაა პროექტის ავტორის, ექიმ თამარ მამაცაშვილის მიერ მანამდე გამოცემული, მკითხველისთვის კარგად ნაცნობი წიგნებისა: „კარაბადინი“ და „2000 მცენარეული რეცეპტი“, რომლებიც ფიტოთერაპიის მოყვარულთა შორის დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სერია ხუთწიგნეულია და მასში 1200 მცენარის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გაეცნობით.

ავტორის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ:

„მედიცინის მეცნიერება ყოველდღიურად გვაოცებს ახალი აღმოჩენებით, დიაგნოსტირებისა თუ მკურნალობის სულ უფრო დახვეწილი მეთოდებით, მაგრამ რაც უნდა დიდი მიღწევები ჰქონდეს მედიცინას, როგორი სრულყოფილიც უნდა გახდეს წამლები, მცენარეული სამკურნალო საშუალებები მნიშვნელობას არასდროს დაკარგავს.

ადამიანი, როგორც ბუნების ნაწილი, ბუნებისავე შექმნილ ფლორასთან ბევრად ახლოსაა, ვიდრე ქიმიურად გადამუშავებულ ნივთიერებებთან. ამიტომ, ხშირად, სულ უბრალო მცენარეული რეცეპტით დამზადებული წამალიც კი, შვებად ექცევა ხოლმე მას. დრომ გვაჩვენა, რომ როგორც უნდა განვითარდეს ტექნოლოგიები და როგორი წამლებიც უნდა გაჩნდეს აფთიაქის თაროებზე, მათ გვერდით არსებობს შეუცვლელი მნიშვნელობის მქონე ფიტოთერაპიული პრეპარატები, რომელთა წყალობით არაერთი სნეული განკურნებულა.

არსებობს სამკურნალო მცენარეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც მეცნიერულმა მედიცინამ შეისწავლა, მათი ეფექტურობა სამეცნიერო ექსპერიმენტებით დაადასტურა და აღიარა კიდეც ოფიციალური მედიცინისთვის გამოსადეგ სამკურნალწამლო საშუალებებად.

მნიშვნელოვანია, რომ ხალხური გამოცდილებით ჩვენამდე მოსული, ამ მცენარეთა სამკურნალო ეფექტის შესახებ ემპირიული დასკვნა, უხშირეს შემთხვევაში, მეცნიერული კვლევებითაც დასტურდება.

თქვენ წინაშეა წიგნების სერია - „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“, რომელიც ხუთ ტომად გამოიცემა.

ეს სერია, ქართულ სინამდვილეში, უნიკალური გამოცემა გახლავთ, მის უნიკალურობას კი ის განაპირობებს, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელებული 1200-მდე მცენარის შესახებ ამომწურავ, სრულფასოვან ინფორმაციას მოვუყარეთ თავი, მცენარეთა სახელები ანბანურად დავალაგეთ, დავურთეთ საძიებლები, რეცეპტები პრაქტიკული გამოყენებისათვის და, რაც მთავარია, _ ამ მცენარეთა ფოტოილუსტრაციები.

შევეცადეთ, წიგნები მხოლოდ საინფორმაციო არ ყოფილიყო და პრაქტიკულადაც გამოსდგომოდა მკითხველს. სწორედ ამიტომ, შესავალ ნაწილში შემოგთავაზეთ სამკურნალო მცენარეთა მოხმარებისთვის საჭირო ზოგადი ინფორმაცია.

თითოეულ მცენარეზე მოწოდებული ინფორმაციით შეიტყობთ, სად მოიპოვება ეს მცენარე, წლის რომელ დროს, მისი რა ნაწილი გამოიყენება სამკურნალოდ, როგორი ქიმიური შემადგენლობა აქვს, ანუ რა განაპირობებს მათ სამკურნალო ეფექტს, რა დროს გამოგადგებათ, როდის არ შეიძლება მათი გამოყენება, ბოლოს კი, გაეცნობით რეცეპტებს _ ნაყენის დამზადებისა და მიღების შესახებ.

წიგნების ღირებულება რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, გადავწყვიტეთ, ილუსტრაციები წიგნის მეორე ნაწილისთვის დაგვერთო იმავე თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც მცენარეებია დალაგებული.

პროექტის ბოლო – მეხუთე წიგნში, ენციკლოპედიურ ნაწილს დააგვირგვინებს სხვადასხვა ორგანოს დაავადებათა მიხედვით დალაგებული უნიკალური მცენარეული ნაკრებების რეცეპტები, ასევე მცენარეთა საძიებელი, სადაც ნახავთ, ოფიციალურ მედიცინაში რომელი სისტემის სამკურნალოა ესა თუ ის მცენარე.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი სამკურნალო საშუალების შესახებ ინფორმაცია უფრო ვრცელია და სამედიცინო ტერმინებით დატვირთული – ეს სწორედ ის მცენარეებია, რომლებიც უკეთ არის შესწავლილი და აღიარებული მეცნიერულ მედიცინაში. ტექსტები ამ სახით იმ მოსაზრებით დავტოვეთ, რომ ეს ინფორმაცია ძალზე საინტერესო იქნება მედიკოსთათვისაც, რომლებიც თავიანთ პრაქტიკაში ხშირად იყენებენ ამ სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებულ პრეპარატებს.

მკითხველი თავად ნახავს, როგორი კოლოსალური შრომაა გაწეული პროექტის მზადებისას.

საქართველოში ბევრმა ადამიანმა იცის ბუნების ფასი, ესმის სამკურნალო მცენარეთა მნიშვნელობა. იმედი გვაქვს, ასეთი მკითხველებისთვის ჩვენი გამოცემა სამაგიდო სერიად იქცევა და ამ წიგნების სასიკეთო შედეგებსაც უშურველად გაგვიზიარებთ“.

***

გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში სერიის თითოეული წიგნის სპეციალური ფასია 16 ლარი, გაზეთთან ერთად კი 18 ლარი.

ყოველი ტომი ილუსტრირებულია მცენარეთა ფოტოებით.

არ გამოგრჩეთ! 27 ივნისიდან - I ტომი, „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, პრესის გავრცელების წერტილებში ან საიტზე