ავტორი:

"სასწრაფოდ მოგიწოდებთ ევაკუაციისკენ" - ლუგანსკის გუბერნატორი ლისიჩანსკის მოსახლეობას მიმართავს

"სასწრაფოდ მოგიწოდებთ ევაკუაციისკენ" - ლუგანსკის გუბერნატორი ლისიჩანსკის მოსახლეობას მიმართავს

ლუგანსკის გუბერნატორი, სერჰი გაიდაი ქალაქ ლისიჩანსკის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

„ძვირფასო ლისიჩანსკის მცხოვრებლებო. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხის გამო, სასწრაფოდ მოგიწოდებთ ევაკუაციისკენ. ქალაქში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. გადაარჩინეთ საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები. იზრუნეთ ბავშვებზე", - აცხადებს გაიდაი.

მისი თქმით, მათზე უკრაინის ტერიტორიაზე საევაკუაციო ქალაქებში იზრუნებენ.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთიდან დაბლოკვას ცდილობენ.