ავტორი:

"შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც უმუშევრის სტატუსის მქონე" - "ფორმულაზე" გადაცემა "ბაიასთან" იხურება: რას წერს პროდიუსერი?

"შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც უმუშევრის სტატუსის მქონე" - "ფორმულაზე" გადაცემა "ბაიასთან" იხურება: რას წერს პროდიუსერი?

ქართულ სატელევიზიო სივრცეში გადაცემების დახურვის პროცესი გრძელდება. „მთავარ არხზე“ ნანუკას ჟორჟოლიანის გადაცემის დახურვისა და არხიდან "კომედი ჯგუფის“ წასვლის შემდეგ ამჯერად ცნობილი გახდა, რომ "ფორმულაზე" გადაცემა "ბაიასთან" იხურება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გადაცემის პროდიუსერი ბექა მაისურაძე ავრცელებს.

ბექა მაისურაძე:

- მეგობრებო და არამეგობრებო, ახალი ამბავი მაქვს! გამომდინარე იქიდან, რომ ამ სატელევიზიო სეზონის ბოლოდან, ტელეკომპანია "ფორმულაზე" იხურება ჩემი მოკრძალებული აზრით, სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გადაცემა ბაიასთან - Baiastan რომლის პროდიუსერიც გახლდით.

მინდა გითხრათ რომ, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც უმუშევრის სტატუსის მქონე ადამიანს, მაგრამ დიდი წვლილი შეიტანოთ ამ სტატუსის შეცვლაში. ძალიან ბევრი რამე მეხერხება შეგიძლიათ შემეხმიანოთ პირად მიმოწერაში! მადლობა...