ავტორი:

ავარია ლაგოდეხში - ავტომობილი 5 წლის ბავშვს იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა

ავარია ლაგოდეხში - ავტომობილი 5 წლის ბავშვს იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 5 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა სოფელ შრომის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ჰონდას მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 5 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადასვლას ცდილობდა. მიღებული დაზიანებებით მოზარდი ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ის თბილისში გადაჰყავთ.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, რის გამოც მოსახლეობა სიჩქარის შემაკავებლების დამონტაჟებას ითხოვს.