ავტორი:

"თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება" - რას წერს კვიპროსული მედია

"თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება" - რას წერს კვიპროსული მედია

თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა goal.philenews-ი ავრცელებს.

"როგორც ჩანს, კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ქართველი მწვრთნელი ნაკრების ამჟამინდელ თავკაც ნიკოს კოსტენოღლუს ჩაანაცვლებს.

კომიტეტის შემდეგი შეხვედრა 4 ივლისს ჩაინიშნა. მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება სწორედ ამ პერიოდში შედგება. კონტრაქტში შეტანილი იქნება მნიშვნელოვანი პუნქტი - იმ შემთხვევაში, თუ ქეცბაია შეთავაზებას რომელიმე კლუბისგან მიიღებს, "ანორთოსისის" ყოფილ თავკაცს კონტრაქტის გაწყვეტა სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება", - წერს გამოცემა.

54 წლის ქართველი სპეციალისტი ბოლოს "ანორთოსისს" წვრთნიდა, რომელიც 2019 წელს ჩაიბარა და ორ წელიწადში, ისტორიაში პირველად, კვიპროსის თასი მოაგებინა განაგრძეთ კითხვა