ავტორი:

"მივიღე ექიმებისგან ინფორმაცია, რომ ასეთ მდგომარეობაში მას არ შეუძლია სასამართლო პროცესში მონაწილეობა" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

"მივიღე ექიმებისგან ინფორმაცია, რომ ასეთ მდგომარეობაში მას არ შეუძლია სასამართლო პროცესში მონაწილეობა" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტების სამედიცინო დასკვნა კვირის ბოლოს გამოქვეყნდება.

როგორც ალასანიამ კლინიკა “ვივამედთან” ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია სასამართლო პროცესებს დაესწროს.

“სამედიცინო დასკვნას ველოდებით, იმიტომ რომ დასკვნიდან გამომდინარე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დასკვნას დღეს მითხრეს, რომ იქნება კვირის ბოლოს.

დღეს მივიღე ექიმებისგან ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ასეთ მდგომარეობაში მას არ შეუძლია სასამართლო პროცესში მონაწილეობა და უნდა გადაიდოს” ,- განაცხადა ალასანიამ.