ავტორი:

"კობახიძის განცხადება  აგებულია სიცრუეზე" - რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ საქართველოს  სტატუსის არმიღებით არცერთი ცენტი არ დაუკარგავს

"კობახიძის განცხადება  აგებულია სიცრუეზე" - რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ საქართველოს  სტატუსის არმიღებით არცერთი ცენტი არ დაუკარგავს

კობახიძის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და აგებულია სიცრუეზე - კანდიდატი ქვეყნები იღებდნენ დიდძალ ფინანსურ დახმარებას, 11 პროგრამა მუშაობს და არსებობს სპეციალური ფონდი კანდიდატი ქვეყნისთვის 14 მილიარდი ევროს ოდენობით, - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას კანდიდატის სტატუსზე.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს იმ პუნქტების შესრულებას, რომელიც ევროკავშირმა დაუსახა ქვეყანას.

"ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულია ადეკვატური მექანიზმი, აბსოლუტურად ნეიტრალური, დროებითი სახალხო მთავრობის ფორმირების, რომელიც შეძლებს სწრაფი ტემპით გაატაროს ეს რეფორმები. ეს არის კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესი, რომელშიც მონაწილეობს ყველა პარტია, მათ შორის მმართველი პარტია, ამ მთავრობას ამტკიცებს პარლამენტი და ლეგიტიმურობის კუთხით საკითხის დასმა არ არის ლოგიკური, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ კანდიდატი, პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული წევრები ზუსტად იდენტური ფორმულით იღებენ დაფინანსებას ევროკავშირისგან და "არცერთი ევრო-ცენტი არ დაუკარგავს საქართველოს".