ავტორი:

"უკრაინაში ომი, შესაძლოა, დღის ბოლომდე დასრულდეს, თუ კიევში გასცემენ ბრძანებას იარაღის დაყრასა და კაპიტულაციაზე" - დიმიტრი პესკოვი

"უკრაინაში ომი, შესაძლოა, დღის ბოლომდე დასრულდეს, თუ კიევში გასცემენ ბრძანებას იარაღის დაყრასა და კაპიტულაციაზე" - დიმიტრი პესკოვი

"უკრაინაში ომი, შესაძლოა, დღის ბოლომდე დასრულდეს თუ კიევში გასცემენ ბრძანებას იარაღის დაწყობასა და კაპიტულაციაზე", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. მის განცხადებას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

"უკრაინულ მხარეს შეუძლია ყველაფერი მიმდინარე დღე-ღამეში დაასრულოს. საჭიროა ბრძანება ნაციონალისტური ქვედანაყოფებისთვის, დააწყონ იარაღი, საჭიროა ბრძანება უკრაინელი სამხედროებისთვის, დააწყონ იარაღი და საჭიროა რუსეთის ფედერაციის პირობების შესრულება.

ყველაფერი შეიძლება დასრულდეს დღის ბოლოს. დანარჩენი უკვე უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის საფიქრალია“, - განაცხადა პესკოვმა.