ავტორი:

ავარია სოფელ ნატახტართან - ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, არის მსხვერპლი

ავარია სოფელ ნატახტართან - ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, არის მსხვერპლი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტართან ავარია მოხდა. არსებული ცნობით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.