ავტორი:

მოსახერხებელი კაფსულები, სადაც დაძინებაა შესაძლებელი - როგორია კომპაქტური "ოთახები", რომელმაც შესაძლოა, გასაქირავებელ ბინებს კონკურენცია გაუწიოს

მოსახერხებელი კაფსულები, სადაც დაძინებაა შესაძლებელი - როგორია კომპაქტური "ოთახები", რომელმაც შესაძლოა, გასაქირავებელ ბინებს კონკურენცია გაუწიოს

ავსტრალიაში, კერძოდ მელბურნში, საძინებელი კაფსულები ქირავდება, რომლებიც მზარდი ქირის ფასების ფონზე საკმაოდ იაფი, თვეში 900$ ღირს.

ერთ-ერთი მეპატრონის განცხადების მიხედვით, ტრადიციული ტიპის ოთახებთან ერთად, რომლებსაც ის თვეში 1500$-ად აქირავებს, ერთსაწოლიანი კაფსულები მხოლოდ 900$ ჯდება.

შენობაში, სულ 6 ასეთი კაფსულაა, მეორე სართულზე კი 3 ტრადიციული საძინებელი ოთახია. კაფსულები აღჭურვილია სარკით, ვენტილატორით, USB პორტებით, ციფრული მართვის პანელებით, რეგულირებადი განათებებით, სეიფით, ტანსაცმლის საკიდით და მეტი პრივატულობისთვის, აქ ფარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ კარის ნაცვლად.

"ისინი კოსმოსურ "შატლებს" ჰგვანან", - ამბობს ფრენკ ჩენი, შენობის მეპატრონე.

გამქირავებელმა ფრენკ ჩანმა თქვა, რომ კაფსულები მოკლევადიანი გაქირავებისთვისაა. "მე არ ვახდევინებ დამქირავებლებს ელექტროენერგიის გადასახადს, ავეჯით მე ვამარაგებ, დიასახლისს ვქირაობ, ჩემი ფასები ბევრად უფრო იაფია, ვიდრე სხვა გამქირავებლების", - ამბობს ის Guardian-თან.

ჩანის აზრით, ქირის ფასების ზრდის პრობლემის გადაწყვეტის გზა, ბაზარზე სწორედ ამგვარი კაფსულების შემოღებაა.

ჯერჯერობით, მელბურნში ერთადერთი გამქირავებელი, რომელიც ამგვარ საძინებლებს სთავაზობს ადამიანებს, ფრენკია. გამორიცხული არ არის, ეს მოსახერხებელი საძინებლები მალე მსოფლიოს ბაზარზეც ვიხილოთ.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა