ავტორი:

გონჩარენკოს ინფორმაციით, "აზოვსტალის" 95 მცველი, რომლებიც ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებოდნენ, უკრაინამ დაიბრუნა

გონჩარენკოს ინფორმაციით, "აზოვსტალის" 95 მცველი, რომლებიც ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებოდნენ, უკრაინამ დაიბრუნა

უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს ცნობით, უკრაინამ "აზოვსტალის" 95 მცველი, რომლებიც ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებოდნენ, დაიბრუნა. ამის შესახებ გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი მერძოლები დაიბრუნა უკრაინამ.

ინფორმაციისთვის, რუსების ტყვეობაში ასეულობით უკრაინელი ჯარისკაცი იმყოფება. მათ შორის არიან "აზოვსტალის" მცველი მებრძოლები, რომელთა ნაწილი რუსულ საპატიმორებში მოათავსეს და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათ დახვრეტა ელოდებოდათ.

მარიუპოლი რუსების ალყაში ომის დასაწყისიდანვე მოექცა. უამრავმა უკრაინელმა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, თავი "აზოვტალის" ფოლადის ქარხანას შეაფარა. 3 თვის განმავლობაში "აზოვსტალი" მედგრად უმკლავდებოდა ოკუპანტების სხვადასხვა სახის სამხედრო იერიშს. რუსი დამპყრობლების მიერ ბლოკირებული „აზოვსტალის“ ქარხნიდან უკრაინელი დამცველების ევაკუაცია 16 მაისს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა