ავტორი:

"რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის" - ნატო

"რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის" - ნატო

რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაშია აღნიშნული.

"რუსეთი ცდილობს იძულების, დივერსიის, აგრესიის და ანექსიის გზით გავლენისა და პირდაპირი კონტროლის სფეროების ჩამოყალიბებას. ის იყენებს ჩვეულებრივ, კიბერ და ჰიბრიდულ საშუალებებს ჩვენსა და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ. მისი მზადყოფნა გამოიყენოს ძალა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

კონცეფციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ნატო არ ესწრაფვის რუსეთთან კონფრონტაციას და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, თუმცა მის მტრულ ქმედებებს ერთობლივად უპასუხებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის საფრთხეებსა და მტრულ ქმედებებს ერთობლივად და პასუხისმგებლიანი გზით ვუპასუხოთ. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ყველა მოკავშირის შეკავებას და თავდაცვას, გავაძლიერებთ ჩვენს მედეგობას რუსული იძულების წინააღმდეგ და მხარს დავუჭერთ ჩვენს პარტნიორებს საზიანო ჩარევისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი მტრული პოლიტიკისა და ქმედებების ფონზე, ჩვენ ვერ მივიჩნევთ რუსეთის ფედერაციას ჩვენს პარტნიორად“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ალიანსი ხაზს უსვამს, რომ მზად არის რუსეთთან ღია კომუნიკაციის არხების შესანარჩუნებლად.

"თუმცა, ჩვენ მზად ვართ შევინარჩუნოთ მოსკოვთან ღია კომუნიკაციის არხები რისკების მართვისა და შემცირების, ესკალაციის თავიდან აცილებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. ჩვენ გვსურს სტაბილურობა და პროგნოზირებადობა ევროატლანტიკურ სივრცეში და ნატო-სა და რუსეთის ფედერაციას შორის. ჩვენს ურთიერთობაში ნებისმიერი ცვლილება დამოკიდებულია იმაზე, შეაჩერებს თუ არა რუსეთის ფედერაცია თავის აგრესიულ ქცევას და სრულად შეასრულებს თუ არა საერთაშორისო კანონმდებლობას“,- აღნიშნულია დოკუმენტში.