ავტორი:

სექსუალური ძალადობა, ტრეფიკინგი, ბავშვთა პორნოგრაფია - სუპერსკვლავ R Kelly-ის სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სექსუალური ძალადობა, ტრეფიკინგი, ბავშვთა პორნოგრაფია - სუპერსკვლავ R Kelly-ის სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ამერიკელ მომღერალს, R. Kelly-ის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. R&B-ის შემსრულებელი გასული წლის სექტემბერში, ნიუ იორკში გაასამართლეს და სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო სუპერვარსკვლავის სტატუსის გამოყენებით ქალებსა და ბავშვებზე სექსუალური ძალადობის, ასევე ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში. გამოძიების ცნობით, აღნიშნულ საქმიანობას ის ორი ათწლეულის განმავლობაში ეწეოდა. სასჯელის ზომა კი ახლა გახდა ცნობილი.

მომღერლის ადვოკატები ამბობენ, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

  • გამოძიებამ დაადგინა, რომ რობერტ სილვესტერ კელის შემუშავებული ჰქონდა სქემა, რომლის გამოყენებითაც აიძულებდა სექსუალურ კავშირს და ძალადობდა.

დადგინდა, რომ მუსიკოსი ჩართული იყო ქალების ტრეფიკინგისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში ამერიკის სხვადასხვა შტატში.

გამოძიებამ დაადგინა, თუ როგორ მუშაობდნენ მუსიკოსის მენეჯერები, დაცვის თანამშრომლები და გარემოცვის სხვა წევრები და როგორ უწევდნენ დახმარებას ორგანიზებულ დანაშაულში ცნობილ მომღერალს.

ერთ-ერთი მსხვერპლი ქალის თქმით, კელიმ ის გამოკეტა, ნარკოტიკები მიაღებინა და გააუპატიურა, შემდეგ კი ემუქრებოდა, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა.

R Kelly პოპულარული R&B-ის შემსრულებელია, რომელსაც სხვადასხვა დროს არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორი Grammy-ს გამარჯვებულიცაა. მისი ერთ-ერთი ჰიტია I Believe I Can Fly,