ავტორი:

"ხუთი თვეა, ლონდონში ვარ და საინტერესო შეხვედრები მქონდა აგენტებთან... ბავშვებიც მიეჩვივნენ აქაურ სკოლას" - როგორია ლელა მებურიშვილის ლონდონური ცხოვრება?

"ხუთი თვეა, ლონდონში ვარ და საინტერესო შეხვედრები მქონდა აგენტებთან... ბავშვებიც მიეჩვივნენ აქაურ სკოლას" - როგორია ლელა მებურიშვილის ლონდონური ცხოვრება?

ბრიტანეთში, ბერქშირის საგრაფოში, დოღი Royal Ascot-ი გაიმართა. ტრადიციულად, დოღის მთავარი სანახაობა არა მხოლოდ ჯიშიანი ცხენები, არამედ დოღზე დამსწრე საზოგადოების დრესკოდია. ეს ერთ-ერთი პოპულარული ღონისძიებაა, რომელსაც ბრიტანეთის მაღალი საზოგადოება ესწრება. წელს ამ დოღს ცნობილი ქართველი მსახიობი ლელა მებურიშვილიც ესწრებოდა ოჯახთან ერთად. მსახიობის მეუღლე ბაჩო საგანელიძე ბრიტანეთში საქართველოს ელჩის მოადგილეა. ოჯახიც მასთან ერთად არის.

- ნამდვილად გამორჩეულ საღამოზე მოგვიწია დასწრებამ - ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი სანახაობაა, ყველაზე ხალხმრავალი წვეულება. ის გამორჩეულ ადგილას იმართება და ძალიან მიხარია, რომ ჩვენც მოვახერხეთ მასზე დასწრება. ეს დაუვიწყარი საღამო იყო. მიხარია, რომ ბავშვებიც წავიყვანეთ. ასეთ წვეულებებზე 10 წლამდე ბავშვებს არ უშვებენ, მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს და ეს ძალიან სასიამოვნოა. მიუხედავად იმისა, რომ იქ მთელი დღის განმავლობაში ვიყავით და ეს მათთვის დამღლელი იყო, ვფიქრობ, მაინც დაამახსოვრდებათ ეს გარემო.

- დრესკოდი როგორია?

- ამ წვეულებაზე აუცილებლად უნდა გეცვას კოქტეილის ან საღამოს კაბა და გეხუროს შლაპა. ეს აუცილებელი ატრიბუტია ბავშვებისთვისაც. თითქოს ფილმის გადაღებაზე თუ რაღაც განსხვავებულ სამყაროში ხვდები. კარგი იქნება, საქართველოშიც გვქონდეს ასეთი დღესასწაულები, გვქონდეს იმის ხალისი, რომ ხანდახან ყოველდღიურობა დავივიწყოთ, თვალი დავასვენოთ და ვისიამოვნოთ. იმდენი ლამაზი ადამიანი გვყავს, საოცრება იქნებოდა, ასეთი დღესასწაული საქართველოშიც რომ გამართულიყო.

- როდესაც მეუღლემ ბრიტანეთის საელჩოში მუშაობა გადაწყვიტა, თქვენ კარგა ხანს თავს იკავებდით გამგზავრებაზე. როდის წახვედით?

- ბაჩო ლონდონში სამუშაოდ ოქტომბერში წამოვიდა, დეკემბრის ბოლოს კი მეც ჩამოვედი ბავშვებთან ერთად. რა თქმა უნდა, იოლი არ იყო, რადგან სტუდენტობიდან მოყოლებული, სულ ვმუშაობდი: ხან გადაღებები მქონდა, ხან - სპექტაკლები... 15 წელია, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ და ძალიან გამიჭირდა იქიდან წამოსვლა, თუმცა როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, სპექტაკლებში მაინც ვთამაშობ. ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ლევან წულაძეს...წაიკითხეთ სრულად