ავტორი:

"ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ" - ქადაგიშვილი

"ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ" - ქადაგიშვილი

ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში იმუშაონ ამ პაკეტის (ევროკომისიის მოთხოვნების) შესასრულებლად, - ასე პასუხობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის განცხადებებს, რომ ხელისუფლება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.

ამასთან, ქადაგიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ნურავინ სპეკულირებს საქართველოს ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებით და ამ პროცესს ქვეყანაში ვითარების ასარევად ნუ იყენებს.

“ამ პაკეტის მიღებისთანავე ოპოზიციამ განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, ეს არის "თანამშრომლობის უმაღლესი ხარისხი", რაც ოპოზიციამ მოიფიქრა. ჩვენ 2020 წლიდან მოყოლებული მათ ერთ რამეს ვთავაზობთ, რომ თავი დაანებონ კონფრონტაციულ და რევოლუციურ სცენარებს და პარლამენტში მოვიდნენ არა დებოშის ასატეხად, არამედ იმ კანონებზე სამუშაოდ, რომელსაც ეს პაკეტები ითვალისწინებს,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ის "ქართულო ოცნებიდან" ოფიციალურად წასული დეპუტატების განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ყველაფერი უნდა გაკეთდეს სტრატეგიული მიზმების მისაღწევად და მათი რიტორიკა მიმართულია იქითკენ, ამ მიზნის ტორპედირება არ მოხდეს ოპოზიციის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე."

"არიან ძალები, რომლებიც გამუდმებით საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, კანდიდატობა იმ შუაშია, რომ გარკვეულწილად ამ ძალების პროვოცირებული იყო ის მომენტი, რომ რუსეთთან პროვოკაციული ჩართულობა დაგვაახლოებდა ევროპას", - განაცხადა ქადაგიშვილმა.