ავტორი:

უკრაინელებმა "ზმეინი" ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს - რუსეთის თავდაცვის უწყებაში კი ამბობენ, რომ კუნძულიდან ძალების გაყვანა "კეთილი ნების ჟესტი" იყო

უკრაინელებმა "ზმეინი" ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს - რუსეთის თავდაცვის უწყებაში კი ამბობენ, რომ კუნძულიდან ძალების გაყვანა "კეთილი ნების ჟესტი" იყო

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ რუსულმა ძალებმა "ზმეინის“ კუნძული დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აღნიშნულს "ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

"ზმეინის" კუნძულზე რუსი ჯარისკაცები აღარ არიან. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შესანიშნავად იმუშავეს“, - წერს ერმაკი.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში მდებარე კუნძულ "ზმეინიდან" ძალების გაყვანა "კეთილი ნების ჟესტი" იყო.

სამინისტროს მტკიცებით, მათ აჩვენეს, რომ არ აფერხებენ ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზების მიზნით გაეროს ძალისხმევას, იმისთვის, რომ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი განხორციელდეს.

"ასეთი ნაბიჯი ხელს შეუშლის კიევის სპეკულირებას მოსალოდნელ სასურსათო კრიზისზე რუსეთის მიერ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის სრული კონტროლის გამო მარცვლეულის ექსპორტის შეუძლებლობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლა, მიწოდების აღდგენის მიზნით, უკრაინულმა მხარემ უნდა გაწმინდოს შავი ზღვის სანაპირო, პორტის წყლის ტერიტორიების ჩათვლით.

შეგახსენებთ, "ზმეინის“ კუნძული უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა.