ავტორი:

"შოკში ვარ... ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, დამიწყეს გარჩევები" - ვატო წერეთლის თქმით, მას "ქართული ოცნების" წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ

"შოკში ვარ... ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, დამიწყეს გარჩევები" - ვატო წერეთლის თქმით, მას "ქართული ოცნების" წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ "ქართული ოცნების" წერები ანრი ოხანაშვილი, ბექა ოდიშარია, ირაკლი ზარქუა და სხვები. წერეთელი ამერიკის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს მიმართავს, გაასაჯაროოს საელჩოს შენობის ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერები.

"საგიჟეთია... ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. საელოს ეზოში, სადაც 200-300 სტუმარი იყო მოწვეული. შოკში ვარ... მივმართავ კელი დეგნანს, აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე ფიზიკურად გამისწორდნენ, კეთილი ინებეთ, გაასაჯაროეთ კადრები. მიეცით მედიას კადრები, როგორ უსწორდებიან საელჩო ტერიტორიაზე ფიზიკურად ადამიანს." - აცხადებს წერეთელი.

მისი თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი მას ფიზიკურად ერთდროულად გაუსწორდა.

"ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. მომიჭირა ხელზე, დამიწყეს გარჩევები. ოხანაშვილი რომ ადამიანს საქმის გარჩევას დაგიწყებს, თავი ხომ უნდა მოიკლა. ხელი მომიქნია სახეში, მერე გამწია და მომიქნია ხელი, სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები... ელჩი ალბათ ერთ 50 მეტრში იდგა." - განაცხადა ვატო წერეთელმა "ტვ პირველის" ეთერში.