ავტორი:

"ვფიქრობ, პუტინი ამ ომისთვის ერთი წლით ან შეიძლება კიდევ უფრო ადრეც ემზადებოდა, ამიტომ ის შეძლებს ომის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წარმოებას" - შოლცი

"ვფიქრობ, პუტინი ამ ომისთვის ერთი წლით ან შეიძლება კიდევ უფრო ადრეც ემზადებოდა, ამიტომ ის შეძლებს ომის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წარმოებას" - შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომისთვის სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდა. აქედან გამომდინარე, შოლცი მიიჩნევს, რომ აგრესორ ქვეყანას საომარი მოქმედებების წარმოება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია.

"ვფიქრობ, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე ან შეიძლება კიდევ უფრო მეტითაც, პუტინი ემზადებოდა ამ ომისთვის. ამიტომ ის შეძლებს ამ ომის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წარმოებას“,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისივე განმარტებით, არავინ დანამდვილებით არ იცის, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ომი. შოლცის თქმით, რუსეთში ბევრი ადამიანი ცხოვრობს და მას მნიშვნელოვანი რესურსებიც აქვს.

ამასთან, გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ დასავლური სანქციები რუსეთზე გავლენას ახდენენ, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ამას არ აღიარებს.

"ახლა ეს ხდება იმ ქვეყნის თავს, რომელიც იმდენად განვითარებულიც არ არის და რომელსაც ნამდვილად სჭირდება დანარჩენი მსოფლიოს ტექნოლოგიები, რათა ჰქონდეს ანალოგიური ცხოვრების დონე და იყოს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ნაწილი“,- განაცხადა კანცლერმა.