ავტორი:

"ხმაური რომ გავიგეთ, მივედით და კარი დაკეტილი იყო... სავარაუდოდ, მკვლელმა დაკეტა" - ვინ არის ქუთაისში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი?

"ხმაური რომ გავიგეთ, მივედით და კარი დაკეტილი იყო... სავარაუდოდ, მკვლელმა დაკეტა" - ვინ არის ქუთაისში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი?

ქუთაისში წუხელ მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. როგორც მეზობლები გვიყვებიან, ახალგაზრდა ქალს ბინა ნაქირავები ჰქონდა და შვილთან ერთად ცხოვრობდა.

"მასთან ყოფილი ქმარი რომ მივიდა, ყვირილის ხმა გავიგეთ, მივედით და ბინის კარი ჩაკეტილი დაგვხვდა, სავარაუდო მკვლელი ბინაში იყო და კარი გარედან მან დაკეტა. გამოვიძახეთ პოლიცია. როგორც ვიცით, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული", - ამბობენ მეზობლები.

მოკლული ქალი 36 წლის თიკო ტურაბელიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო. დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.