ავტორი:

ნიგერიაში სასულიერო პირებმა მრევლი, მეორედ მოსვლის მოლოდინში, ეკლესიაში თვეების განმავლობაში გააჩერეს - "უთხრეს რომ აპრილში იქნებოდა, შემდეგ თარიღმა სექტემბრამდე გადაიწია"

ნიგერიაში სასულიერო პირებმა მრევლი, მეორედ მოსვლის მოლოდინში, ეკლესიაში თვეების განმავლობაში გააჩერეს - "უთხრეს რომ აპრილში იქნებოდა, შემდეგ თარიღმა სექტემბრამდე გადაიწია"

ნიგერიის პოლიციამ 77 ადამიანი და მათ შორის ბავშვები, სამხრეთ-დასავლეთის შტატ ონდოში მდებარე ეკლესიიდან გაათავისუფლა. არსებული ინფორმაციით, მათი ნაწილი იქ თვეების განმავლობაში იმყოფებოდა.

პოლიციის სპიკერის განცხადებით, ამ ადამიანებს სასულიერო პირებმა უთხრეს, რომ აპრილში იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას ელოდნენ და თუ ამ დროს ეკლესიაში იქნებოდნენ, სამოთხეში მოხვდებოდნენ.

პოლიცია ეკლესიაში მას შემდეგ შევიდა, რაც ერთ-ერთმა ნიგერიელმა ქალმა სამართალდამცველებს მიმართა, ქალი ამბობდა რომ მისი შვილები დაიკარგნენ და ეჭვობდა, რომ ისინი ეკლესიაში იყვნენ. ეკლესიის მოძღვარი დევიდ ანიფოვოშე და კიდევ ერთი სასულიერო პირი დააკავეს, ხოლო დაზარალებულების ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სასულიერო პირებმა მრევლს უთხრეს, მეორედ მოსვლა აპრილში იქნებოდა და თუ ეკლესიაში დაელოდებოდნენ ამ მოვლენას, მათ სამოთხეში მოხვედრის შანსი ექნებოდათ, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ მეორედ მოსვლის თარიღი შეიცვალა და სექტემბრამდე უნდა დალოდებოდნენ", - ამბობს ნიგერიის პოლიციის პრესსპიკერი.

მთლიანობაში პოლიციამ გაათავისუფლა 13 წლამდე ასაკის 26 ბავშვი, 8 მოზარდი და 43 ზრდასრული.

წყარო